ანოტაცია: „ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე“, რომელსაც ასევე „ტიბეტურ სახარებადაც“ მოიხსენიებენ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ხელნაწერია კაცობრიობის ცნობიერებისა და სამყაროსეული გააზრების კუთხით. პირველ რიგში, ეს აპოკრიფსი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სადავო საკითხისა, მართლაც იყო თუ არა ნამდვილი პიროვნება იესო ქრისტე და ხომ არ არის მისი არსებობა მორიგი მითოლოგიური ფანტაზიის ნაყოფი, რაც მსოფლიო ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ხალხთა ცივილიზაციებში უხვად გამოვლენილა.