ანოტაცია: დავით თინიკაშვილისა და ზურაბ ჯაშის ნაშრომში – „მსოფლიო რელიგიები“ – საუბარია იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმისა და სხვა რელიგიების შესახებ.
სიტყვა „რელიგია“ მომდინარეობს წინაქრისტიანული ხანიდან, მაგრამ ადრეული პერიოდიდანვე იქცა ქრისტიანული ენის ნაწილად. ტრადიციულად რელიგიას განსაზღვრავენ, როგორც რწმენას ზებუნებრივის მიმართ.