ანოტაცია: "ზიგმუნდ ფროიდმა თქვა – ადამიანის ცხოვრების პრინციპი სიამოვნებაა.
მის გასაგონად ვიტყვი – ამ სიამოვნებას ფეხბურთი და მოგებული მატჩი ჰქვია!
პირადად ჩემთვის, ფეხბურთი ყველაფერზე მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალური გამოხატვის საშუალება, რადგან ფეხბურთი პირადად ჩემი – ლევან ბერძენიშვილის თვითგამოხატვის საშუალებაცაა!
სპორტში ფეხბურთი ისეთივე სახეობაა, როგორც ლიტერატურაში – პოეზია, ანუ ენის უმაღლეს დონეზე ფუნქციობა!
ფეხბურთი ყველაფერია!
ფეხბურთზე მაღლა მხოლოდ ღმერთია!"