ანოტაცია: ალბომში წარმოდგენილია ქართული ხატების საგანძურის 100 რჩეული ნიმუში, რომლებიც VI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და, თავის დროზე, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებისთვის შეიქმნა. მათი უმრავლესობა თბილისის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმებშია დაცული, მცირე ნაწილი კი ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება.
ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა და წარმოდგენილია მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება.