ანოტაცია: მონე იმ ფერმწერული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც სათავე დაუდო იმპრესიონიზმს, როგორც ახალ მიმდინარეობას. რენუართან ერთად იგი ამ მიმდინარეობის წინაძღვარია. ხატავს ისე, როგორც ცხოვრობს: ვნებითა და თავგანწირვით. ცოდნისა და ექსპერიმენტის ბოლო ზღვრამდე მიყვანით მონე რეალობად აქცევს ყველაზე გაბედულ ოცნებებს.