ანოტაცია: დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით...