ანოტაცია: შესაძლოა უდიდესი უფსკრულია ახალგაზრდა, მოხდენილ, სიტყვაძუნწ ქალსა და ყბებგანიერ, თხელტუჩება ქურუმი ქალივით შემოსილ ქალს შორის, მაგრამ მისი ინდიფერენტული და თან ლაკონიური მეტყველება, ჩვეული ხრინწიანი ხმა ჩვენს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა. ცხადია, ყოველივე ეს შანელის დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია. შანელმა თავისი ცხოვრება მოდის ცვალებად სამყაროს მიუძღვნა, რადგან „ყოველწლიურად მოდა ანადგურებს იმას, რასაც სულ ცოტა ხნის წინ აღმერთებდა...''