ანოტაცია: გიორგი მრევლიშვილის სინემატოგრაფიული კრებული „პროცესი“ უპირველესად ამ დარგში ქართულ ენაზე არსებულ მწირ ლიტერატურას ამდიდრებს და ამრავალფეროვანებს; წიგნი საინტერესო საკითხავია როგორც დამწყები კინოხელოვანებისთვის, ასევე ნებისმიერი კინომოყვარულისთვის, რადგან შემეცნებით, ინფორმაციულად დამუხტულ შინაარსთან ერთად მკითხველი ახალგაზრდა რეჟისორის (წიგნის ავტორის) წარმოსახვითი „კამერით“ – ხედვის სკრუპულოზული და ორიგინალური რაკურსებით – მოგზაურობს ცნობილ კინორეჟისორთა შემოქმედებით სამყაროში და ეცნობა კინოს.