ანოტაცია: „თბილისის ინტერიერები" წარმოადგენს ოთხენოვან ალბომს.ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, იაპონური; ეს ფოტოალბომი ათი წლის მანძილზე მოძიებული და თავმოყრილი მასალის საფუძველზე შეიქმნა. იგი გვაძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, შევიხედოთ ამ უძველესი ქალაქის სახლებში, ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ თბილისელები, შევიგრძნოთ ისიც, თუ რას ნიშნავს თბილისური ინტერიერი, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით, ექსტრავაგანტურობით, სისადავითა და ზომიერი პათოსით.