ანოტაცია: წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა. წიგნში შევიდა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIX სს.) მხოლოდ მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.
თითოეული კოლექცია შესწავლილია ცალკეულ ავტორთა მიერ და ამ სფეროს სპეციალ