ანოტაცია: „პოლიტიკის სტრუქტურულ-ფუნქციური კანონზომიერებების შესწავლამდე, საჭიროდ მიმაჩნია პირველივე ლექციის პირველი 45 წუთი დავუთმო ერთგვარ მოსამზადებელ წიაღსვლას, რათა სტუდენტმა უკეთ შეიმეცნოს ტრიადა: სამყარო-ადამიანი-პოლიტიკა. სოციალური მეცნიერებების ანალიზის სფეროში შესავლამდე ზოგადად მაინც გაეცნოს, როგორც მიკრო, ისე მაკრო სამყაროს სურათს, გაიაზროს „რთულსა“ და „მარტივს“ შორის თანაფარდობა და შესაბამისად გააცნობიეროს მათში ადამიანის ადგილი და გააკეთოს სათანადო დასკვნები.“ - ჰენრი კუპრაშვილი