ანოტაცია: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიმ, თანამედროვე ნიგერიელმა ქალმა მწერალმა, თავისი „ფემინისტური მანიფესტით 15 რჩევად“ ის ფასეულობები ჩამოაყალიბა, რომლებსაც თვითმყოფადი და თანასწორობის მოყვარე პიროვნების აღზრდა უნდა დაეყრდნოს.ტექსტი ახლობელი ადამიანისთვის განკუთვნილი წერილის ფორმითა და ენითაა შექმნილი და, გარდა იმისა, რომ ეს სათქმელს მკითხველთან აახლოებს და მას თითქოს მართლაც მეგობრის რჩევებად გადმოგვცემს, თითოეული საკითხი მეთოდურად, თანმიმდევრულადაა განხილული.