ანოტაცია: ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდეbა, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება. ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან.