ანოტაცია: თუ გაინტერესებთ, რატომ ჯიუტობს თქვენი შვილი, როცა ამბობს: „მე თვითონ!“, „არ შევჭამ!“, „არ მეძინება!“, მაშინ, ეს წიგნი თქვენთვისაა.
წიგნი ეყრდნობა სანდო კვლევებს თანამედროვე ნეირომეცნიერებასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში. მასში გაეცნობით 2-იდან 7 წლამდე ბავშვის განვითარების უმთავრეს ეტაპებს; ისწავლით, როგორ გაუმკლავდეთ ტანტრუმს, დედმამიშვილებს შორის მეტოქეობას, ძილის დარღვევებს, გაჯეტებზე დამოკიდებულებას, დაბალ თვითშეფასებას და სხვა სირთულეებს.