ანოტაცია: ადიტი ნერურკარი გახლავთ ექიმი, ტელეჟურნალისტი და სპიკერი. განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. მან სტრესისა და გადაწვის მართვის კლინიკური მიდგომა შექმნა მას შემდეგ, რაც საკუთარ კვლევაში გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ სტრესი ექიმთან ვიზიტების თითქმის 80%-ში მონაწილეობს, ექიმების მხოლოდ 3% გვთავაზობს სტრესის მართვას. დოქტორ ნერურკარის ნაშრომი ამ ხარვეზს ავსებს.