ანოტაცია: ეს წიგნი XX საუკუნის ევროპული ინტელექტუალიზმის ორ ჭეშმარიტ კორიფესთან შეხვედრის სიხარულს ჰპირდება განათლებულ მკითხველს. ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება დიდი ფრანგი მოაზროვნის, თანამედროვე ინტუიტივიზმის ფუძემდებლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანრი ბერგსონის (1859-1941) ერთ-ერთი შედევრი “ცნობიერების უშუალო მონაცემები”, რომელსაც წინასიტყვაობის სახით ერთვის სახელგანთქმული რუსი ფილოსოფოსის ნიკოლოზ ლოსკის (1870-1965) გამოკვლევა “ბერგსონის ინტუიტიური ფილოსოფია”