ანოტაცია: ეს „მოკლე“ ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება. ავტორი, ნაიჯელ უორბერტონი, ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას და გვაცნობს იმ ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს, რომელთაც კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით. მკითხველი აღმოაჩენს, რომ ის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა დროში წამოჭრეს ფილოსოფოსებმა დღესაც აქტუალურია, განურჩევლად იმისა, ძველ საბერძნეთში მსჯელობდნენ მათზე, თუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში.