ანოტაცია: „ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა.