ანოტაცია: ასეა თუ ისე პლატონიც დ არისტოტელეც ასახელებენ და ეყრდნობიან ,,ძველებს'', ,,საწყისში მყოფებს'',რომლებსაც უკავშირდება საკრალური ტრადიცია,რისი ნაწილიც არის თავად ფილოსოფია,რომელიც ,,ღვთაებრივი ძღვენია'' და არა - ადამიანის მიერ გამოგონილი რაიმე ხელოვნება - ტექნე.სწორედ ამით განსხვავდება პლატონური თუ არისტოტელური ფილოსოფია გვიანდელი პლატონიკოსებისაგან,რომელთათვისაც ტრადიცია - ესაა,უპირველეს ყოვლისა (თუ - ერთადერთი არა!),წინამორბედთა ტექსტები:ჰომეროსი,პლატონი თუ არისტოტელე.