ანოტაცია: ავტორის მიზანია ი. კანტის ნაშრომთა ანალიზით თვალსაჩინო გახადოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ორგანულია ადამიანის პრობლემატიკა გერმანელი ფილოსოფოსისათვის. წიგნში ნაჩვენებია, რომ სამი „კრიტიკა“ ადამიანის სამი ძირითადი უნარის გამოკვლევაა, და შესაბამისად პასუხია სამ ფუნდამენტურ კითხვაზე: რა შეიძლება ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? და რისი იმედი შეიძლება მქონდეს? ძირითად ნაშრომებთან ერთად, ანთროპოლოგიური რაკურსით დალაგებულია, კანტის თითქმის მთელი მემკვიდრეობა.