ანოტაცია: წიგნში წარმოდგენილია პლატონის შემოქმედების ადრეული პერიოდის ორი შედევრი – „სოკრატეს აპოლოგია“ და „კრიტონი“. ორივე სოკრატეს გაიდეალება და აპოლოგიაა. აგრეთვე დასმულია არაერთი ეთიკურ-გნოსეოლოგიური პრობლემაც. მაგ. პლატონი ხაზგასმით მიუთითებს რომ მნიშვნელოვანი საკითხები საქმის მცოდნემ უნდა გადაწყვიტოს და არა მასამ, ბრბომ... წიგნში ასევე შესულია გვიანდელ პერიოდში მცხოვრები კომენტატორისა და ბიოგრაფის ოლიმპოდორეს მცირე ზომის თხზულება – „პლატონის ცხოვრება“.