ანოტაცია: წინამდებარე წიგნი „გერმანელი ფილოსოფოსები ისტორიის შესახებ“ ზურაბ ხასაიას ერთერთი საუკეთესო მონოგრაფიაა. მასში განხილულია დიდი გერმანელი ფილოსოფოსების ისტორიული ტრაქტატები. ამ განხილვათა მიზანი, როგორც წესი, თანამედროვე ისტორიული სიტუაციის გააზრებაა. წიგნში განხილულმა ფილოსოფოსებმა სწორედ ჩვენი თანამედროვე მდგომარეობის აღმოცენება და განვითარება შენიშნეს, მისი კრიტიკული შეფასება მოგვცეს და მისგან გამოსავალი დასახეს. ავტორის ენა და ფილოსოფიურ-ლიტერატურული სტილი ნათელი და მიმზიდველია.