ანოტაცია: ერთ-ერთ ეპისტოლეში ნათქვამია: რატომაა, რომ მისთვის კუთვნილი სიხარულის ნაცვლად ღმერთკაცმა ამქვეყნად ტანჯვა ჰპოვა? იმიტომ, რომ, როგორც ბიბლია გვამცნობს, ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. და თუკი ღვთიური, ნათელი და მშვენიერი შემოდის ჩვენთან, ამ სამყაროში, შეუძლებელია, ჩვენთან შეხებისას არ გაიტანჯოს. ქრისტეს ტანჯვა, ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი ვნება გეთსიმანიის ბაღღი როდი დაიწყო, არც გოლგოთაზე, არამედ იმ ღამით, როცა ის იშვა. ადამიანებს შორის ცხოვრებისას ის ყოველ წუთს და ყოველ წამს იტანჯებოდა.