ანოტაცია: ტრაქტატი "მოვალეობათა შესახებ" წარმოადგენს ციცერონის ბოლო ფილოსოფიურ თხზულებას,რომელშიც მორალის საკითხებია განხილული, იგი ორატორმა უძღვნა თავის ვაჟს, მარკუსს. მამას სურდა კარგი სწავლა-განათლება მიეცა შვილისთვის,რაც მას დაეხმარებოდა პოლიტიკურ სარბიელზე წარმატებების მოპოვებაში. ახალგაზრდა მარკუსი ხშირად იდგა მამის გვერდით, ახლდა მას კილიკიაში, როცა ციცერონი იქ პროკონსული იყო, იზიარებდა მამის პოლიტიკურ კურსს; ორივენი მამაცა და შვილიც,პომპეუსის მხარდამჭრნი იყვნენ კეისრის წინააღმდეგ დაპირისპირებისას.