ანოტაცია: ბერძენი ფილოსოფოსის ეს ფრაზა გამოდგება პრინციპად, რომლითაც სასურველია, ვიხელმძღვანელოთ იმ საიდუმლოსთვის საბურველის
ახდის კიდევ ერთი მცდელობისთვის, რასაც ატლანტისი ჰქვია.პლატონმა დიალოგებში `ტიმეოსი~ და `კრიტია~ მოგვითხრო ატლანტისის თაობაზე, ამასთან, ისე დაწვრილებით, რომ ერთი შეხედვით
საიდუმლო იქ არაფერია, მაგრამ თუ დავუკვირდებით, დავინახავთ: დიდი
მოაზროვნის მონათხრობი უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე მათზე პასუხებს იძლევა...