ანოტაცია: ლაო-ძის სურდა ადამიანში აღედგინა იმ ეპოქათა სულიერი გამოძახილი, ოდეს ცისქვეშეთში ყველაფერი საერთო იყო და ყოველივეს სამართლიანი კანონები განაგებდა, ოდეს ადამიანთა შორის დიადი თანხმობა და მშვიდობა სუფევდა, ოდეს ადამიანები მამაშვილურად ეპყრობოდნენ არა მხოლოდ საკუთარ შვილებს, არამედ სხვის შვილებსაც, ოდეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ იღვ წოდნენ, არამედ სხვების თვისაც, ოდეს კარს არ კეტავდნენ არა იმიტომ, რომ ქურდობა და ავაზაკობა არ იყო,არამედ იმიტომ არ იყო ქურდობა და ავაზაკობა,კარს რომ არ კეტავდნენ.