ანოტაცია: გ.რობაქიძის ესეების კრებული „დემონი და მითოსი“ 1935 წელს გერმანულ ენაზე იენაში,დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა.ჩვენში ეს კრებული,ისევე როგორც რობაქიძის ყველა თხზულება,რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ტაბუდადებული იყო.„დემონისა და მითოსის“ დახვეწილ,მაღალმხატვრული ოსტატობით შექმნილ ესეებში ნათლად იკვეთება გრიგოლ რობაქიძის ფართო თვალსაწიერი, ერუდიცია, უმაღლესი ინტელექტი, თემებისა და ინტერესთა ფართო სპექტრი.