ანოტაცია: ამ წიგნის, ისევე როგორც მთელი ჩემი მსოფლხედვის, შინაარსი ჩაეტეოდა უძველეს ფრაზაში, რაიც იონიელ ფილოსოფოს ანაქსიმანდრეს მიეწერება: ,,რისგანაც არსნი წარმოსდგებიან, მასშივე დაინთქმებიან უცილობლად. ასე სჯიან და ტანჯავენ ისინი ერთმანეთს დროის წესრიგის მიხედვით და უსამართლობის გამო". მწამს: ვინც ამ ფრაზას სათანადოდ გაშლის, ის ააგებს კიდეც თავის ფილოსოფიურ სვეტიცხოველს. ამ ფრაზაში მოქცეული აზრი ის მარადიული მითია, რისგანაც არსთა ნაირნაირი ბედი და თავგადასავალი, ანუ ისტორიები იძერწება...