ანოტაცია: ცნობილი იაპონელი მეცნიერისა და მკურნალის მასარუ ემოტოს კვლევები გვიჩვენებს, რომ წყალს შეუძლია ადამიანების აზრებისა და ემოციების შეწოვა, შენახვა და გადაცემა. ყინულის კრისტალების ფორმა, რომელიც წარმოიქმნება წყლის გაყინვის დროს არა მხოლოდ მის სისუფთავეზეა დამოკიდებული, არამედ იცვლება იმის მიხედვითაც, თუ რა მუსიკას ასრულებენ ამ წყალთან, რა გამოსახულებებს უჩვენებენ მას და რა სიტყვებს წარმოთქვამენ და იმის შესაბამისადაც კი, თუ ფიქრობენ მასზე ადამიანები ან აქცევენ თუ არა მას ყურადღებას.