ანოტაცია: სამართლის ფილოსოფიის საფუძვლები არის ჰეგელის მიერვე გამოცემული უკანასკნელი წიგნი, რომლის მეორე ნაკლებად ცნობილი სათაურია ბუნებითი სამართლის და სახელმწიფოს მეცნიერების მონახაზი.XVIII საუკუნეში წარმოშობილ სიტყვა – ცნებას, სახელმწიფოს მეცნიერებას, იგი არა პოზიტიური სახელმწიფო სწავლების/მეცნიერების მნიშვნელობით იყენებს, როგორც ამას მისი წინამორბედები და თანამედროვეები აკეთებდნენ, არამედ მისთვის სახელმწიფოს მეცნიერება არის როგორც დამატება/განმარტება სამართლის მეცნიერებისათვის.