ანოტაცია: მონოგრაფიაში განხილულია სამართლის ფილოსოფიის აქტუალური საკითხები. ავტორი სავსებით მართებულად აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას ისე ძლიერ მოეძალა თვითნებობა და ვოლუნტარიზმი, რომ სიტყვა სამართალი ხშირად მის საპირისპირო ცნებაში - „უსამართლობაში“ გადადის და ფაქტიურად აუფასურებს კაცობრიობის ოცნებას - ოდესმე ააშენოს სამართლებრივი და სოციალურად მოწესრიგებული საზოგადოება.