ანოტაცია: სუნ ძის „ომის ხელოვნება“ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ჩინური სამხედრო და ფილოსოფიური ტრაქტატია. იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში შეიქმნა და დღემდე ითვლება სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. „ომის ხელოვნების“ სწავლებებს ეყრდნობოდა ნაპოლეონი, ასევე, როგორც ცნობილია, სუნ ძისეული ომის წარმოების მეთოდები გამოიყენეს ისეთ მასშტაბურ შეირაღებულ დაპირისპირებებში, როგორებიცაა მეორე მსოფლიო ომი, ოპერაცია ,,უდაბნოს ქარიშხალი" და სხვ.