ანოტაცია: წიგნი მოიცავს მოწინააღმდეგეთა ცალკეული ტაქტიკური მანევრების დეტალურ აღწერილობას D-დღეს დესანტის გადმოსხმის თითოეულ ზონაში პირველი 24 საათის განმავლობაში. სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილ ფერად რუკებზე გამოსახულია ნორმანდიის სანაპირო ზოლის ხუთივე მონაკვეთი და D-დღის მონაწილე ძალოვანთა მარშრუტი 1944 წლის 6 ივნისის შუაღამემდე. წიგნი შეიცავს უშუალო ცნობებს D-დღის მონაწილე ორივე მებრძოლი მხარის შესახებ და გაფორმებულია თითოეულ სანაპიროზე მიმდინარე მოვლენათა ამსახველი დოკუმენტური ფოტოებით.