ანოტაცია: იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა _ ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში ასახულია განცდები და გრძნობები, რომლებიც თან სდევს ჩვენი სამყაროს უწყვეტ განვითარებას. კრებულში თავმოყრილი ოცდათვრამეტი მიმართვა მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად ჩასწვდეს ეპოქას.