ანოტაცია: "გარდა იმისა, რომ თორნიკე შარაშენიძე გამაოგნებლად საინტერესოდ გვიყვება პირველ მსოფლიო ომთან დაკავშრებულ ამბებს, ეს ახალი წიგნი დღევანდელ პრობლემებზეც გვაფიქრებს ძალაუნებურად; რადგან ევროპის ძველი და თითქოს მივიწყებული დრამები მოულოდნელად ახალ ევროპაშიც, ან უშუალოდ ევროპის მოსაზღვრე ანაქრონისტულ, ისტორიის შემაფერხებელ რეჟიმებშიც იჩენენ ხოლმე თავს. ესაა ღრმა და რაც მთავარია ნიჭიერად დაწერილი ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომი." - ლაშა ბუღაძე