ანოტაცია: [კორუფციის მამხილებელი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ] განათლების ახალ მინისტრს, „ვარდების რევოლუციონერ“ ალექსანდრე ლომაიას სრული საფუძველი ჰქონდა ამ სისტემას შებრძოლებოდა. განათლების სისტემის მოდერნიზაციას საფუძვლად დაედო მასშტაბური კანონები უმაღლესი განათლებისა (2004) და ზოგადი განათლების შესახებ (2005). ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა შეცვალა კორუმპირებული მისაღები გამოცდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაცრი სააკრედიტაციო პირობები დაუწესდათ...