ანოტაცია: ლიტერატურული წახნაგების მესამე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას ერთ-ერთი ყველაზე უხვსიტყვიანი მწერლიდან, ფიოდორ დოსტოევსკიდან ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სიტყვაძუნწ მწერლამდე, ხორხე ლუის ბორხესამდე. დოსტოევსკი და ტოლსტოი ასრულებენ კლასიკურ ლიტერატურას, მათ ბოლომდე მიიყვანეს რეალიზმის შესაძლებლობები და დასახეს ახალი, მოდერნისტული ლიტერატურის კონტურები, მათ შორის, ცნობიერების ნაკადის პირველსახეობა (ანა კარენინას სიკვდილის ეპიზოდი, დოსტოევსკის შედევრი Кроткая – „თვინიერი“).