ანოტაცია: „გურამ ასათიანი – მეოცე საუკუნის გამოჩენილი ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი, რომელმაც უარყო ხელისუფლების მიერ დანერგილი სოცრეალიზმის პრინციპები და სათავე დაუდო ახალ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას. მისი მონაწილეობით აღდგა ლიტერატურის კვლევის ის ტრადიცია, რომელსაც ილია ჭავჭავაძე იცავდა – რომ „კრიტიკა არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად“.