ანოტაცია: ეს გია მურღულიას ახალი წიგნია. რატომ „ცხრის ნახევარზე“? რატომ და – თითქმის ყოველთვის სწორედ ამ დროს დებს ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ახალ პოსტებს, რომლებსაც ხშირად ათასობით ადამიანი კითხულობს და იწონებს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ დილას სწორედ ამ პოსტების გაცნობით იწყებს. უცნაური ფენომენია, არა? რა შეიძლება მას ქმნიდეს? ეს პოსტები ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება – საინტერესოდ, ლაკონიურად, სიბრძნით, იუმორით, კითხვებით, რომლებზე პასუხებსაც დაფიქრება სჭირდება.