ანოტაცია: ,,ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილები არის ნიმუში, როგორ გაუსწორო თვალი და აღწერო პრობლემა ისე, რომ მისი გადაჭრის შესაძლებლობა დაინახო და თან ქმედითად გაბრაზდე მათზე, ვინც ამ პრობლემას ქმნის. არავითარი ნართაულები და მრავალწერტილები: თავისი მოურიდებელი, ცხადი და ღრმა წერით ავტორი ქმნის ახალ ქართულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, რომელიც მხოლოდ თავისუფალ და თავისუფლების მოსურნე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. კრებული სანდო წყაროა ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორიის გასააზრებლად'' - დავით პაიჭაძე.