ანოტაცია: ეს წიგნი მოგვითხრობს მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე; მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე; მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ… დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც… ესენი მოთხრობებია იმის შესახებ, თუ რა გრძნობები ეუფლებოდა წიგნის ავტორს ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას; ეს არის მცდელობა ამ გრძნობებში სიცხადის შეტანისა, მათში გარკვევისა; ...