ანოტაცია: წინამდებარე კრებული მიზნად ისახავს ქართველ საზოგადოებას მიაწოდოს იაკობ გოგებაშვილის ისტორიული მოთხრობები, რომლებიც ერთ მთლიანობაში აღებული თვალნათლივ წარმოაჩენს ჩვენი დიდი წინაპრისა და ერისკაცის ნაფიქრ–ნააზრს საქართველოს, მამულისა და მამულიშვილობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრებს იმაზე, თუ რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი უნდა ვიყოთ მომავალში. კრებულში შეტანილი მოთხრობები და ისტორიული ამბები განლაგებულია მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის პრინციპით.