ანოტაცია: კატია ვოლტერსის პირველი რომანი - "იერიქონის ვარდი" დაიწერა გერმანიის შუასაუკუნეებისდროინდელ საუნივერსიტეტო ქალაქში... კატია ვოლტერსმა წიგნი დაწერა ინგლისურ ენაზე, მერე კი ქართულად გადათარგმნა. თარგმნის პროცესში ტექსტი თითქოს ხელიდან დაუსხლტა, ქართულმა ენამ ფრაზები და დიალოგები გარკვეულწილად განტვირთა, უფრო ლაკონური და ზუსტი გახადა. საბოლოდ კი რომანის ქართული ვერსია ინგლისურისგან შინაარსით თუ მოცულობით საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა და დამოუკიდებელ რომანად იქცა.