ანოტაცია: ბესო სოლომანაშვილმა ამ კრებულში ოთხი მოთხრობა გააერთიანა: ”რეისი ლონდონი-ზუზუმბო”, ”ოთხიდან ოთხამდე 24 საათია”, ”ალლი...ოოო?!” და ”კონტრაბანდისტები”. ეს უკანასკნელი ავტორის სავიზიტო ბარათია - მისი პირველი მოთხრობა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ლიტერატურაში და მკითხველს ნამდვილი მწერლის გამოჩენა აუწყა. ”რეისი ლონდონი-ზუზუმბო” -ვრცელი მოთხრობა - ორი, ლონდონში საშოვარზე წასული ქართველის სახალისო და იმავე დროს სევდიან ისტორიაა.
წიგნი ბესო სოლომანაშვილის მესამე კრებულია.