ანოტაცია: - ყმაწვილო, უნდა გახსოვდეს, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი მასწავლებელი ცხოვრებაა, მისი ღრმად გაცნობა მეიგავედ გაქცევს.
- მეიგავედ? - გაიოცა ტიტემ. აქამდე არც უფიქრია ამაზე. არა, მან იცოდა იგავის არსი და მნიშვნელობა, მეიგავეთა შესახებაც გაეგო რაღაც, ზოგიერთ იგავსაც იცნობდა, მაგრამ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ოდესმე ისიც მეიგავედ იქცეოდა და ამას ასე იოლად შეძლებდა.