ანოტაცია: ტატო მოდებაძის „ქორწილამდე წასაკითხი“ მოთხრობების სადებიუტო კრებულია. ამ იუმორითა და ირონიით გაჯერებულ ტექსტებში ყოველდღიურობა უცნაურ თავგადასავლებად გადაიქცევა. ნაცნობი ქართული ხასიათები მკითხველს სრულიად მოულოდნელი კუთხით დაანახებენ რეალობას. საკუთარ თავში დაეჭვებული, სიმართლის და სიყვარულის მაძიებელი, უიმედობასთან ირონიით მებრძოლი პერსონაჟები ყოვლად ჩვეულებრივ და ყოვლად უჩვეულო ადგილებსა და გარე მოებებში ერთდროულად ამოყოფენ თავს: