ანოტაცია: თქმა იმისა, რომ ქარუმიძის ტექსტი სულმოუთქმელად იკითხება, არაფერს ნიშნავს! - ის სულმოუთქმელადაც იკითხება და თან სპონტანურობისა და რეფლექსიურობის არაჩვეულებრივი ნაზავიცაა! სწორედ აქ - ამ რომანში - ჩნდება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ტიფლისური მოდერნიზმის ხელახალი დაბადება თიბლიზურ-პოსტმოდერნისტული დაგვიანებულობისა და პერიფერიულობის, ჩარეცხილობისა და, მაინც, მემკვიდრეობის ჭეშმარიტად ნაგრძნობი მტანჯველი განცდიდან.