ანოტაცია: რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს. ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია....