ანოტაცია: „ომი ბოლომდე მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა – მთელი მისი მოცულობის მხოლოდ 10-15 პროცენტს ხედავ. ოღონდ, აისბერგი თანდათან დნება. ომი კი, თუ ერთხელ მაინც შეგეხო და ცოცხალი გადარჩი, არასდროს „დნება“ – სამუდამოდ რჩება შენში. ამ წიგნის ყველა პერსონაჟი ნამდვილია. ფაქტებიც და მოვლენებიც ომის რეპორტიორის სიზუსტითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც იწერებოდა (ტექსტის ნაწილი – უშუალოდ ფრონტზე). ამბავი კი რეალურის და ირეალურის ზღვარზეა. ...