ანოტაცია: რა შეიძლება გვითხრას გასული საუკუნის დასაწყისის სოფლის საყდრდრის ჩანაწერებმა? დაბადების, ნათლობის, ქორწინების და გარდაცვალების მოწმობებმა? თითქოს დიდი ვერაფერი, მაგრამ რამაზ გიგაური ახერხებს ამ ჩანაწერების მიხედვით გააცოცხლოს მეოცე საუკუნის დასაწყისის ბობოქარი ამბებიდან თითქოს მოშორებული სოფლის, გრემისხევის მღელვარე ყოველდღიურობა, წარსულიდან გამოიხმოს საკუთარი პერსონაჟები, რომლებსაც უყვართ, სძულთ, ეჭვიანობენ, იბრძვიან და კვდებიან.